“საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის” დამფუძნებელ საბჭოში აშშ-ს, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ისრაელის ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად საქართველოს ფინანსისტთა ასოციაციაც იქნება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელე ფინანსისტთა ასოციაციის 118-ე ყრილობა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელ საბჭოში -ის, კანადის, ინდოეთის, შვედეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ს ფინანსისტთა ასოციაციებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ფინანსისტთა ასოციაციაც (სათეფა) იქნება.
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, 9-12 ივნისს მიმდინარე ყრილობას ამერიკისა და კანადის საჯარო მოხელეებთან ერთად საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
„შეხვედრები გაიმართა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების თაობაზე. მათ შორის პროგრამული ბიუჯეტირების განვითარების და საჯარო ფინანსების შიდა კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა „საჯარო ფინანსების საერთაშორისო ასოციაციის“ შექმნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში