საჯარო სივრცეში ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს მოღალატე რომ უწოდა, მგონი, გაგიჩნდება სურვილი, საჯაროდ გაარჩიო, მართლა ხარ თუ არა მოღალატე – გახარიაზე

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილი პრემიერის გამოწვევა გასაკვირი არ არის ოპოზიციისთვის.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მაშინ, როდესაც ღალატში გადანაშაულებენ, ბუნებრივია, რომ პასუხების პირისპირ გაცემის სურვილი გქონდეს.
“საჯარო სივრცეში ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს მოღალატე რომ უწოდა, მგონი, გაგიჩნდება სურვილი, საჯაროდ გაარჩიო, მართლა ხარ თუ არა მოღალატე, როგორც ამას გაბრალებენ. ამიტომ, სრულიად ბუნებრივი მგონია ბატონი გახარიას შეთავაზება დებატებზე. ჩემთვის არ იყო გასაგები მიზეზი, რის გამოც მაშინ გახარია გადადგა,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა