“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება
იურისტი თამარ სურმავა სოციალურ ქსელში განმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში:







2. ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე] ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს [ეს უკანასკნელი დარჩა].

3. ახალი რედაქციით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა.

4. ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში.

5. ახალი რედაქციით, მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.


6. ახალი რედაქციით, მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე.

7. ახალი რედაქციით, მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.


8. ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ.
9. ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ აქტის მოქმედებას. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ მოხდება მოხელის სამსახურში აღდგენა. მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.

10. ახალი რედაქციით, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები – იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. მათ შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.

11. ახალი რედაქციით, გარდამავალ პერიოდში სსიპ-ებზე ვრცელდება რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, სსიპ-ების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე ვრცელდება, ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც მათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევს და მათთან ურთიერთობას აწესრიგებს.

