საჯარო სამსახურებში ქართული ენის გარდა, საქართველოს მოქალაქეობაც არ მოეთხოვებათ – სიმონიშვილი

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი:
“რეალურად “ქართული ოცნების” მომზადებული ცვლილება იმაზე მეტად მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან პირველადი სტეუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე უგულვებელყოფს როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ქონის პრინციპსაც. საქმე ისაა, რომ ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ჩაითვლებიან და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რომელიც ადგენს შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს მოქალაქეობა; ქმედუნარიანობა; სახელმწიფო ენის ცოდნა; სრულწლოვანება; მოხელის სერტიფიკატი. ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზეა დამოკიდებული, დაასაქმებს თუ არა საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ენის მცოდნეს თუ ა.შ. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სპეციალურად ქნეს ეს თუ გაეპარათ (ქოცებს ვერაფერს დავუფიცავ), თუმცა ფაქტია, საჯარო სამსახურში შუალედურ მენეჯერულ რგოლში შეიძლება მივიღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სქხელმწიფო ენა.”
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ