საჯარო მოხელე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან “პროტესტის გამოხატვის გამო” გამოუშვეს

საჯარო მოხელე, მიხეილ ვალაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პოლიტიკური ნიშნით – პროტესტის გამოხატვის გამო გამოუშვეს. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 10 იანვარს, “19:34-ზე, განხორციელებული ზარით”, ანუ არასამუშაო დროს შეატყობინეს.
ის განმარტავს, რომ უწყებას განცხადება გაუგზავნა, სადაც ახსნა-განმარტება მოითხოვა, “თუმცა, არაფერი ახალი და განსხვავებული არ უთქვამთ”.
“მიზეზად კი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დამისახელეს (თავიანთი გაპარული/დაშვებული შეცდომის ლოგიკით), თორემ ხელშეკრულება რეალურად უვადოდ მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მიზეზი ჩემთვის ცხადია და ვფიქრობ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, ჩემს პროტესტს უკავშირდება, ხელისუფლების მიერ კონსტიტუციისა და მისი დებულებების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით. მაგრამ, თავიანთი შეცდომითვე, 31 დეკემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფონზეც კი, გადაწყვეტილება 10 დღის დაგვიანებით მაცნობეს მხოლოდ სატელეფონო ზარით. რა თქმა უნდა, 13 იანვარს გამოვცხადდი სამსახურში ჩვეულად, რადგან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მიმიღია, მიზეზით – “ასეთ დროს ბრძანება უბრალოდ არ გამოდის”, თუმცა ვერ განვახორციელე ჩემი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომეცა შესაძლებლობა შემესრულებინა სამუშაო და იძულებული გავხდი დამეტოვებინა სივრცე”, – წერს ვალაშვილი სოციალურ ქსელში.
ვალაშვილის ინფორმაციით, ის რამდენიმე თვის წინ დააწინაურეს. გარდა ამისა, როგორც ამბობს, მის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი საჩივარი, შენიშვნა ან გაფრთხილება. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლება მის საჯაროდ გამოხატულ სამოქალაქო პოზიციას უკავშირდება.
“საჯარო სამსახურში ჩემი თითოეული დღე, იმ მოტივაციით ვიმუშავე, შემექმნა სახელმწიფო სტრუქტურისა და საზოგადოებისთვის სამართლიანი, თანასწორი, ევროპული და ხელმისაწვდომი სტანდარტი ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ ღირებულებებმა ჩამომაყალიბა სწორედ კარგ იურისტად. ამ ღირებულებების ერთგულია ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე თუ მოსამსახურე, ვინც ამ „წმენდაში“ მოჰყვა და მოყვება ახლო პერიოდში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია