საჯარო მოხელეები “დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ხელფასზე დანამატებს მიიღებენ

,,ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ.
ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები“ ავრცელებს.
2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 161 682 ლარი“ – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი აწერს.
აღნიშნული თანხა უწყებებზე და მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:
· საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 892 445 ლარი;
· ჯანდაცვის სამინისტრო – 697 226 ლარი;
· თავდაცვის სამინისტრო – 585 770 ლარი;
· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 113 563 ლარი;
· გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 79 409 ლარი;
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 253 372 ლარი;
· ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 96 623 ლარი;
· ვანის მუნიციპალიტეტი – 95 000 ლარი;
· ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 77 037 ლარი;
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 76 288 ლარი;
· ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 53 550 ლარი;
· ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 45 573 ლარი;
· თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 40 158 ლარი;
· ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 37 000 ლარი;
· ხონის მუნიციპალიტეტი – 18 668 ლარი.
განკარგულებიდან არ ჩანს, ამ სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში რომელი დასაქმებულები მიიღებენ დანამატს დიდთოვლობის გამო.
ვრცლად ნახეთ სტატია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი: ვაცნობიერებ თუ რა ვალდებულებები აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, როდესაც ისინი ერთგვარად ვალდებულები არიან ევროკავშირის გზავნილი თუ ბრიუსელის გზავნილი ასახონ საკუთარ გზავნილებში