საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება ₾3.1 მლრდ-მდე გაიზარდა – რა უჯდება ბიუჯეტს შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები?

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2024 წლის 6 თვეში 261 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია.
შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2024 წლის 6 თვეში მათზე ჯამში 1,26 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია.
ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.6 მილიარდ ლარს აიღებს. რასაც შტატიანი მოხელეების ანაზღაურების ხელფასების სახით 520 მილიონი ლარი ემატება, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ