საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება ₾2.2 მლრდ-მდე გაიზარდა – რა უჯდება ბიუჯეტს პრემიები და შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები?

საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ხარჯი საქართველოს ბიუჯეტს ყოველწლიურად ეზრდება. აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, გასულ წელს ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯი რეკორდულად მაღალი იყო და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით (1.8 მლნ ლარი) 22%-იანი ზრდაა.
აღნიშნული თანხა მოიცავს საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების თანამდებობრივ/წოდებრივ სარგოს, პრემიას, დანამატს და სხვა მსგავს ხარჯს.
2023 წლის მონაცემებით, ხელფასების ნაწილში დანახარჯი 1.5 მილიარდი ლარი იყო. პრემია-დანამატებზე კი ჯამურად 414 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
გასულ წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად მაღალი იყო რეკორდული 529 მილიონი ლარი, რაც 17%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით ზრდას გეგმავს.