საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდზე: ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ” და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას

„გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული”, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით 11 დეკემბერს დაგეგმილ საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდს ეხმიანება.
დავით ქართველიშვილი მოუწოდებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს – არ გამოეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული ვაკანსია.
„11 დეკემბერს, 20:00 საათზე დაანონსებულია საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდი სავარაუდოდ „თავისუფლების მოედნიდან” – „ელექტროდეპომდე”. ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ” და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას. გააპროტესტებენ საჯარო სექტორის ყველა სფეროში მოკალათებულ „ლატენტურ” ნაც-რეკომენდატორებთან ღია ურთიერთობების გაუმჟღავნებლობით გამოწვეულ ძლიერ სულიერ ტკივილს.
გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული”, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უკანასკნელთა რაოდენობა ათობით ათასობით ჩვენს მოქალაქეს მოიცავს – კონტრ-აქციის მასშტაბურობის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ გამოთავისუფლებულ ასობით ვაკანსიებს ტელევიზორიდან ვადევნოთ თვალი.
P.S.: შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან თხოვნა – არ გამოგეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული ვაკანსია! წინასწარ დიდი მადლობა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა