საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი სამართლებრივ დახმარებას 56 გათავისუფლებულს უწევს

საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იურიდიულ დახმარებას ამ ეტაპზე 56 გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს უწევს – ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„განგაშის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ყოველი მათგანი საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების ხელმომწერია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ჩვენი ორგანიზაცია მზადაა, დაიცვას საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებები“, – ნათქვამია ამ განცხადებაში.
დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი მტკიცებით, სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია