საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი საჯარო სექტორში დასაქმებულებს თბილისის მერიის წინ დღეს დაანონსებულ სოლიდარობის აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი” დღეს, 18:30 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან და აქტივისტებთან ერთად, თბილისის მერიის წინ გააპროტესტებს ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას და კიდევ ერთხელ გამოუცხადებს სოლიდარობას როგორც მას, ასევე ყველა იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც უკვე გაათავისუფლეს ან ზეწოლის მსხვერპლია.
ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.
„მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აცნობიერებს საჯარო სამსახურის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და პოლიტიკური წმენდის დამკანონებელი რეპრესიული აქტის მოქმედების მასშტაბს, შემოუერთდეს სოლიდარობის აქციას და დაიცვას როგორც სხვების, ასევე საკუთარი უფლებები. ჩვენ ვიმსახურებთ მოგვეცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჯანსაღ, დეპოლიტიზებულ საჯარო სამსახურში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, მისი განუხრელი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას