,,საჯარო გამოსვლისას, არა უცხო, არამედ მშობლიურ ენაზეც, შფოთვის შეტევა ზოგჯერ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს“ – ნათია ფანჯიკიძე

22
მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის -ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გლობალურ სამიტზე – “ერთად უკეთესი მომავლისთვის” სიტყვით გამოვოსვლასეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
,,საჯარო გამოსვლისას, არა უცხო, არამედ მშობლიურ ენაზეც, შფოთვის შეტევა ზოგჯერ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.
არ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემების ათასეულშიც კია და მითუმეტეს, არ ვემხრობი ამის გამო ადამიანის განადგურებას. ღელვა ჩემთვის სწორედ პასუხისმგებლობის გრძნობის დასტურია და არა პირიქით.
ნამდვილ და დიდ პრობლემებს მივხედოთ ნეტავ კარგებო და კეთილებო.
ნამდვილი და დიდი პრობლემა მაგალითად, ისაა, პაპუაშვილი რომ გერმანიის ელჩზეა მანიაკალურად გადაკიდებული და ვინ მოსთვლის, რამდენი რამე კიდევ.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას