სახ.დეპში კობახიძეს უპასუხეს და თქვეს, რომ “აშშ-ის ხელისუფლება გადაწყვეტილებებს თავად იღებს”

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ -ში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
ეს კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასება სთხოვა, რომლის თანახმადაც, სანქციების დაწესებაში “გარკვეული ძალები იყვნენ ჩართულნი, რომლებსაც აშშ-ში არაფორმალური გავლენა აქვთ”.
“არ ვაპირებ ამის განხილვას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს და არა ვინმე სხვა”, – თქვა მეთიუ მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა -ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.