სახ.დეპი: შეშფოთებული ვართ კანონით – აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ეხმაურება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
“ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”- თქვა მილერმა.