სახ.დეპი: საქართველოსთან მიმართებით სხვა შესაბამის პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ -ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ეს განცხადება მან ბრიფინგზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ს შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის გუშინ, 19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიმდინარეობაზე ჰკითხა.
მეთიუ მილერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის ნაწილში აშშ-მა უკვე გადადგა პოლიტიკური ნაბიჯები და “სხვა შესაბამისი პოლიტიკური ქმედებებიც განხორციელდება”.
“[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ გადახედვის შედეგად. ასე რომ, ისე არაა, თითქოს [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ურთიერთობების გადახედვის ნაწილში ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა შესაბამის პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – თქვა მეთიუ მილერმა.