სახ.დეპი: აშშ ქართველი ხალხის მხარესაა

“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ [ქართულმა ოცნებამ] ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე გადადგეს. გზაზე, რომელზეც მიდიოდნენ და რომელსაც ქართველი ხალხი უჭერდა მხარს”, – თქვა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მეთიუ მილერს სანქციების დაწესებაზეც ჰკითხა, რაზეც სახ.დეპის სპიკერმა თქვა, რომ “სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოიხილავენ”.
“როგორც იცით, სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, თუმცა როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ვაკეთებთ”, – უპასუხა მეთიუ მილერმა და ამ კონტექსტში -ის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერება გაიხსენა.