სახ.დეპის პირველი პასუხი ელჩი დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ს მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს წერილობით პასუხს უბრუნებს.
კითხვაზე, “როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში ელჩის გადადგომასთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ თქვენი პოლიტიკა შეიცვლება?”, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური პასუხობს:
“მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრუსის ხელმოწერით მიღებულ წერილში.
-ს ელჩი საქართველოში, პოზიციას ტოვებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატი წერს, რომ პირადი გადაწყვეტილებით, პენსიაზე გადის. რობინ დანიგანის განცხადებით, მისი გაწვევა -ის მთავრობას არ მოუთხოვია. აშშ-ის მოქმედი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ივლისში დაასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით