“სახლში იციან აქ რომ ხარ? შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ” – ოდიშარია

დეპუტატი იერიშზე ამჯერად “ლელოს” ლიდერ სალომე სამადაშვილს აყენებს შეურაცხყოფას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს.
სალამს არ აძლევს არავის ათი წელიწადია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და ვინც შენ აქამდე ფსიქო მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როგორ შეიძლება საერთოდ პარლამენტში ყოფნა? როგორი “წარმატებული” დიპლომატიც იყო, ისეთი “წარმატებული” პოლიტიკოსია, – თქვა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს გუშინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ გინება იყო ზოგადი და დღეს კი, ლამის ყველას სათითოდ უმტკიცებს, რომ ის არ იყო მისი გინების ადრესატი. ამ ეტაპზე უცნობია, მართლა არ იცის ვის აგინა და/ან რას ნიშნავს ზოგადი გინება, თუ უბრალოდ ვეღარ ამბობს ვის აგინა, რამდენს და რატომ.
ოდიშარია, როგორც ჩანს, თვლის, რომ გინება ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია, გინება იყოს უმისამართო.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები