სახიფათო რეისები გაუმართავი ლაინერებით | გაზრდილი ავიაინციდენტები და საფრთხე რუსული თვითმფრინავებისგან

რუსული ავიაციის კრიზისზე საერთაშორისო მედია ფაქტებს აქვეყნებს. Newsweek-ი და “რადიო თავისუფლება” ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აქვეყნებენ მონაცემებს ს ავიაპარკის შესახებ და ეს მონაცემები უმძიმეს ვითარებას ადასტურებს.
სხვადასხვა რიცხვებით, გასულ წელს ავიანციდენტების რაოდენობა რუსეთში მინიმუმ გასამმაგდა, მხოლოდ დეკემბრის შემთხვევებმა კი 2022-ის მთელ რაოდენობასაც კი გადააჭარბა. ამ დრამატული მდგომარეობის მთავარ მიზეზად საერთაშორისო სანქციები სახელდება – ეირბასის და ბოინგის ტიპის თვითმფრინავები, რომლებითაც რუსული ავიაკომპანიები ოპერირებენ, სათადარიგო ნაწილებით აღარ მარაგდებიან და ბოლო რესურსით მუშაობენ.