სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა გაერთიანდა – აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან და თბილისის მერიასთან მისვლას გეგმავენ

სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე გადავიდნენ.
მათ ადგილზე ბანერები აქვთ გაშლილი -“კონსერვატორია არ დაკონსერვდება”, “თავისუფლება ანრი კაკაბაძეს”.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებული მსვლელობა ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდეგ კი, თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა