“სახელმწიფო ღალატში” ბრალდებული მკვლევარი აზერბაიჯანში 15 წლით დააპატიმრეს

ჩეხეთში, კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მკვლევარი ბახრუზ სამედოვი, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებდნენ, ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც პროსახელისუფლებო გამოცემა haqqin.az წერს, მოსამართლე ელნურ ნურიევის გადაწყვეტილებით, სამედოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის.
პროკურატურა სამედოვისთვის 16 წლით პატიმრობას ითხოვდა. მას ბრალად წარდგენილი აქვს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლი – “სახელმწიფოს ღალატი”, რაც ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
„ბახრუზი, როგორც პოლიტოლოგი, ატარებდა კვლევებს, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით და იკვლევდა სხვადასხვა მხარის შეხედულებებს. ის ახლა ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტში დოქტორანტურაში სწავლობს. არდადეგებზე ჩამოვიდა და უნდა დაბრუნებულიყო სწავლის გასაგრძელებლად,“ – უთხრა მანამდე ჟურნალისტებს სამედოვის ბებიამ.
სამადოვი, რომელიც პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობდა, 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს. ხელისუფლება მას ადანაშაულებს სომხეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში [აღმოჩენილია მისი “მიმოწერა სომხებთან”, რომელთა შეკვეთითაც წერდა და თარგმნიდა სტატიებს], რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს.
მისი დაკავება კრიტიკის საგანი გახდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. Amnesty International-მა ბრალდებები გაყალბებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ რეჟიმმა მისი აკადემიური ნაშრომებისა და აქტივიზმის გამო დააკავა. ასევე, სამადოვის საქმეზე და აზერბაიჯანში კრიტიკული აზრის ჩახშობის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატა ევროკავშირმა და სამადოვის საქმე წარმოაჩინა, როგორც განსხვავებული აზრის დევნის სიმბოლო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით