სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 98 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02%-ია.
სააგენტომ დაახლოებით 3 ათასი აუქციონი ჩაატარა, პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ კი 100 მილიონი ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ