სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.
„ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს