სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსი ბატიაშვილმა გახსნა.
მან 2024 წელს (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„ალექსი ბატიაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შორის წარმატებული თანამშრომლობისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის მნიშვნელობას (ქბრბ) საფრთხეების შემცირებისა და ქვეყნის შესაძლებლობის გაძლიერების მიმართულებით. ამასთანავე, მან ისაუბრა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით.
მისი თქმით აღნიშნული ფორმატები საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევებზე რეაგირების ეფექტური მიდგომების გაცნობის უნიკალური საშუალებაა.
(ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თეა გიორგაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა.
ღონისძიება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების ინიციატივის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა უწყების 60-მდე წარმომადგენელმა მიიღო. საბჭოს მომდევნო სხდომა 2025 წელს გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ხალხმა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და სამთავრობო ტელევიზიებს უყურებს, არც იცის, რომ მათი მთავრობა იტყუება და მოტყუების გარდა, შეურაცხყოფას აყენებს თავის პარტნიორებს

ალექსეი გარანი – უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ევროპელების, როგორც მშვიდობისმყოფელების დადგომა, ოპტიმალური ვარიანტია, მაგრამ იქ, სადაც ახლა რუსები დგანან, კონფლიქტის „გაყინვა“ იქნებოდა

პრეზიდენტი – კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ღირებულებებს ერთად დავიცავთ