სახელმწიფო ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთშია

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის ყველაზე დიდი ფართობი აფხაზეთშია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტყის ფონდის ფართობი 3069.1 ათასი ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 44%-ს შეადგენს. ამავე მონაცემების თანახმად, 423.3 ათასი ჰექტარი ს ავტონომიურ რესპუბლიკაშია, რაც ტყის ფონდის ყველაზე დიდ ფართობს წარმოადგენ. მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 284.3 ათასი ჰექტარით.
სტატისტიკის თანახმად, აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი შეადგენს 149.6 ჰექტარს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტყის ფონდი ჯამურად 574 ჰექტარს, ხოლო ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი – 1 922 ჰექტარს.
2023 წლის მდგომარეობით, ქვეყნის 40.5% ტყით არის დაფარული, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიის 40.4% ეკავა ტყეს, 2021 წელს 40.3%, 2020 წელს – 40.3%, 2019 წელს – 38.3%, 2018 წელს – 38.6%, 2017 წელს – 38.7%, 2016 წელს – 38.7%, 2015 წელს 38.8% და ა.შ.
სტატისტიკით მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ტყის ხანძრების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, 2023 წელს ჯამში 40 შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს 63, 2021 წელს 59, 2020 წელს 145, 2019 წელს – 120. გასულ წელს ხანძრების შედეგად ჯამში 1 118 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა. ამასთან, 2023 წელს ყველაზე მეტი, 37 ხანძარი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 33 – ქვემო ქართლში, 14 იმერეთში და ა.შ.
რაც შეეხება ტყის აღდგენა-გაშენების პროცესს, როგორც საქსტატის მონაცემებში ვკითხულობთ, გასულ წელს ჯამში 1 712 ჰექტარზე აღდგა.