სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელნწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო – ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა, მისმა მოადგილემ, ცენტრის სერჟანტმა და ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის განყოფილებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებია: საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი; უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის – 1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
Previous: „იმედში“ რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა – ნანახი გვაქვს დამსხვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას – ერთს ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე