სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ
ჩემმა ბოლო ვიზიტმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთადერთი მთავარი შთაბეჭდილება დამიტოვა – დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის, – განაცხადა -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ.
„ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნები არიან ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდს იხურავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდს იხურავენ, ისინი ახორციელებენ ყველა სახის დღის წესრიგს, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას – მათ შორის არის ცენზურა, ეკონომიკური სუიციდი/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფა/მულტილატერალური მმართველობისა და გადასახადების ხელშეწყობა, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება“, – აღნიშნა კრისტოფერ ლანდაუმ.
„ევროპის დიდებული ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არ არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება