სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასრულებისას კი მედიასთან აუდიენციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჯიმ ო’ბრაიენი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ს შეხვდა. ამასთან შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართება ოპოზიციასთანაც. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა მას უარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ