სახელმწიფო ინსტიტუტები და მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიცაა , წინასაარჩევნო პერიოდში ამოღებულია მიზანში

სახელმწიფო ინსტიტუტები და მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიცაა , წინასაარჩევნო პერიოდში ამოღებულია მიზანში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალების მხრიდან ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას მედიასთან ეხმიანება.
„პირდაპირ ეთერში თქვა ლომჯარიამ – ჩვენ არაფრის გამკეთებელი არ ვართ, თუ უცხოეთი არ დაგვეხმარება ხალხის გამოყვანაში, თუ ფულს არ ჩაგვირიცხავენ, ან თუ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებენო“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა უცხოური ძალების დაკვეთით ხდება და ამას არც რადიკალები მალავენ.
„სახელმწიფო ინსტიტუტები და მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიცაა ცესკო, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ამოღებულია მიზანში. ეს ხდება უცხოური ძალების მხრიდან, თორემ მათი აქაური აგენტურა არაფრის გამკეთებელი რომ არაა, ამას თავადვე აღიარებენ. პირდაპირ ეთერში თქვა ლომჯარიამ – რომ ჩვენ არაფრის გამკეთებელი არ ვართ, თუ უცხოეთი არ დაგვეხმარება ხალხის გამოყვანაში, თუ ფულს არ ჩაგვირიცხავენ, ან თუ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებენო.
ამასთან, იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ასწრებენ ერთმანეთს თვითმფრინავში ასვლას, წინასაარჩევნოდ უცხოეთში გამგზავრებას და ა.შ.
ეს განცხადებაც ზუსტად იმას ემსახურება, რომ საზოგადოებამ მორიგ ჯერზე ნახოს, თუ როგორ ხდება ამ შემთხვევაში ცესკოს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Previous: ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის ს ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა