სახელმწიფო თსუ-ის მიერ გადაცემულ ქონებას IBSU-ს აეროპორტის გზაზე მდებარე ტერიტორიაში გაუცვლის

18 დეკემბერით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, პრემიერმა, მ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სახელმწიფო თსუ-ის მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აეროპორტის გზაზე მდებარე ტერიტორიაში გაუცვლის.
შავი ზღვისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტების მფლობელმა, გია კავთელიშვილმა შეთავაზებულ ადგილმონაცვლეობაზე განცხადება გააკეთა და ინტერესი გამოხატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-7 კორპუსზე. აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების მისაღებად საჯარო რეესტრს კავთელიშვილმა 29 დეკემბერს მიმართა.