სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში | ათონელის რეზიდენციაში საქართველოს დროშა აღიმართა

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ათონელის რეზიდენციაში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა. იქ შეკრებილ საზოგადოებას პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მანამდე, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ის სტუდენტებსაც შეხვდა.
“მე მინდა ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია. თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია. არავის არ მისცეთ უფლება, რომ ჩვენი ფასეულობები ვინმე შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს გარეთ საქართველოსი. თქვენ ყველას გესმით მე დღეს რაზე ვსაუბრობ… ეს დროშა მუდმივად იქნება მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ,” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიების პარალელურად, ათონელის რეზიდენციის გარე პერიმეტრზე მოქალაქეებმა საქართველოს დროშა გაშალეს.
ცნობისთვის, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. წელს ეს თარიღი უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.