სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაამტკიცა

თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების შემდეგ, -ში ანკარისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდების პროცესი გააქტიურდა.
26 იანვარს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის თურქეთისთვის მიყიდვა დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესს გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირების დოკუმენტებზე ერდოღანის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, ოთხმა მაღალი რანგის კანონმდებელმა სახელმწიფო დეპარტამენტს უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ისინიც მხარს დაუჭერენ.
აღსანიშნავია, რომ თანხმობის დადასტურებამდე, კონგრესში თურქეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები მოითხოვეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა ანკარას დოკუმენტების ნიუ-იორკში ჩატანა სთხოვა. ნიუ-იორკიდან ისინი კანონმდებლებისთვის საჩვენებლად ვაშინგტონში ჩაიტანეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინება ნიშნავს, რომ თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას, დიდი ალბათობით, დაბრკოლება აღარ შეექმნება.