სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის მხარეს უკრაინაში ათასობით კუბელი იბრძვის

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია მიმართავს ამერიკელი დიპლომატების მობილიზაციას ლობისტური საქმიანობის გასატარებლად გაეროს იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ვაშინგტონს მოუწოდებს მოხსნას ათწლეულების განმავლობაში მოქმედი ემბარგო კუბაზე.
ადმინისტრაცია ამ ქმედებაში ნაწილობრივ ეყრდნობა კუბის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ს მხარდაჭერაზე ინფორმაციას. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი, რომელიც წერს, რომ გაეცნო სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტს.
ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, -ის დიპლომატები ქვეყნებს აცნობებენ, რომ კუბის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ში რუსეთის შეჭრას და რომ მოსკოვის ძალების მხარდამხარ 5000-მდე კუბელი იბრძვის.
2 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც საიდუმლო არ არის, აშშ-ის მისიებს გაეგზავნა. ამერიკელ დიპლომატებს ავალებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდონ, არ დაუჭირონ მხარი გაეროს არასავალდებულო ძალის რეზოლუციას, რომელიც გენერალურ ასამბლეაზე 1992 წლიდან ყოველ წელს დიდი უმრავლესობით მტკიცდება.
როიტერსი წერს, რომ გაეროში კუბის მუდმივი მისიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით სააგენტოს წერილისთვის პასუხი არ გაუციათ.
გენერალურმა ასამბლეამ ეს რეზოლუცია შარშანაც მიიღო, მას 187 ქვეყანა მიემხრო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა და ისრაელმა მისცეს, მოლდოვამ კენჭისყრაში თავი შეიკავა.
იანვარში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ ტრამპმა გააძლიერა სანქციები, კუბა დააბრუნა ტერორიზმის მხარდამჭერთა აშშ-ის სიაში, გაამკაცრა ფინანსური და სამგზავრო შეზღუდვები და სანქციები დაუწესა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც კუბელ ექიმებს უმასპინძლებენ.
ამასთან, ტრამპმა ბოლო დროს გაამკაცრა პოზიცია მოსკოვის მიმართაც – აშშ-ის პრეზიდენტი გამოდის ფინანსური სანქციების მუქარით რუსეთის ნავთობის შემსყიდველთათვის და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს უფლებას რთავს ინფორმაცია უკრაინას გაუზიარონ, რათა დაეხმარონ რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებში – წერს როიტერსი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაეროს რეზოლუცია “არასწორად” სდებს ბრალს აშშ-ს კუბის პრობლემებში, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, გამოწვეულია კუბის “საკუთარი კორუფციით და არაკომპეტენტურობით”.
აშშ-ს ათობით სანქცია აქვს დაწესებული კომუნისტური ძალების მიერ მართულ ამ კუნძულზე, მას მერე, რაც ფიდელ კასტროს მიერ 1959 წელს მოხდენილი რევოლუციის შემდეგ ამოქმედდა სავაჭრო ემბარგო.
გაეროს კენჭისყრას შესაძლოა პოლიტიკური წონა ჰქონდეს, მაგრამ ცივი ომის დროინდელი ემბარგოს მოხსნა მხოლოდ აშშ-ის კონგრესს შეუძლია.
კუბის ხელისუფლება აშშ-ის სანქციებს ადანაშაულებს ქვეყანაში არსებულ კრიზისში – კუბაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მწვავე ეკონომიკური ვითარებაა, არ არის საკმარისი საკვები, მაღალია ინფლაცია, ინფრასტრუქტურა კოლაფსს განიცდის.
სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ოცამდე არგუმენტია მოტანილი -კუბას, მათ შორის, ადანაშაულებენ შეზღუდული რესურსების ფლანგვაში, მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევაში და საერთაშორისო მშვიდობისთვის საფრთხის შექმნაში.
ერთ-ერთი ასეთ არგუმენტად მოტანილია ის, რომ კუბა და მისი პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.
“ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, კუბას ყველაზე მსხვილი წვლილი შეაქვს ჯარით რუსეთის აგრესიაში. არსებული შეფასებით, უკრაინაში იბრძვის 1000-5000 კუბელი”, – ნათქვამია დოკუმენტში.
სააგენტო როიტერსი წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა უარი განაცხადა დეტალების დაკონკრეტებაზე კუბელი სამხედროების შესახებ, თუმცა თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ცნობები უკრაინაში მათი ბრძოლის თაობაზე რუსეთის არმიის მხარდამხარ.
“კუბის რეჟიმმა ვერ შეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა, რათა ისინი პაიკებად არ გამოეყენებინათ რუსეთ-უკრაინის ომში”, – უთხრა პრესმდივანმა როიტერსს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო კვირებში უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის კანონმდებლები გააფრთხილეს რუსეთის მხრიდან კუბაში მებრძოლთა მობილიზაციის მზარდი პროცესის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – საფუძვლიანია ეჭვი, შიდა ამბოხს ხომ არ ამზადებდნენ „ოცნების“ ყოფილი ჩინოსნები, შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდათ ასეთი დაპირება – გადატრიალების იდეის დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ პროტესტის – არა

ირაკლი ქადაგიშვილი – ეს არის სირცხვილი ევროკავშირისა, როცა ასე იქცევიან – მხარს უჭერენ სახელმწიფო გადატრიალებას და გმობენ ქართველი ხალხის არჩევანს – თვითონვე თელავენ ფეხქვეშ ევროპულ ღირებულებებს და ამას ხალხი ხედავს