სახელმწიფო დეპარტამენტი ლავროვის განცხადებაზე და „ოცნების“ გამოხმაურებაზე

შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“, – ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მის „მეზობლებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს. ლავროვმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულს გულწრფელად და მართებულად აფასებს. მისი თქმით, თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება და თუ თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა მოხდება, მოსკოვი მზადაა მათ დაეხმაროს.
4 ოქტომბერს რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების – სა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ინტერესის თემებზე, „საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციასა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“ იმსჯელებენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – დასძენენ ამერიკის დიპლომატიურ უწყებაში.
პრესსპიკერი წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” მიერ ომის ნაცვლად მშვიდობის არჩევის მოწოდებებზე და -საქართველოს შედარებითი ბანერების გამოქვეყნების თაობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება:
„რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე”, – ამბობს დეპარტამენტის პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად.
სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ს განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ლიდერებიც. ცხინვალის რეგიონში თქვეს, რომ ბოდიში საკმარისი არ იანება და სხვა მოთხოვნებიც დაასახელეს,მათ შორის „პრაქტიკული ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“; აფხაზეთიდან კი „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა-გაუმჯობესება ურჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ