სახელმწიფო დეპარტამენტი – ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას. მან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები და ყველა უსამართლოდ დაკავებული გაათავისუფლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”