სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ-ის სამთავრობო გემები პანამის არხის გავლით გადასახადის გარეშე იმოძრავებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ სამთავრობო გემებს პანამის არხის გავლით გადასახადის გადახდის გარეშე გაცურვის უფლება მიეცემათ, – ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ -ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეერთებული შტატების სამთავრობო გემებს ახლა შეუძლიათ პანამის არხის ტრანზიტით გავლა გადასახადის გარეშე, რაც დაზოგავს აშშ-ის მთავრობას მილიონობით აშშ დოლარს წელიწადში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კვირას გამართული მოლაპარაკებების დროს პანამამ შეერთებულ შტატებს დათმობები შესთავაზა. მისი თქმით, პანამის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უსამართლობაა, როცა შეერთებული შტატები სასიცოცხლო მნიშვნელობის არხს იცავს და ამავდროულად, მისი გამოყენებისთვის გადასახადი ეკისრება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ამერიკულ „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ – თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს კანონი ამერიკაში