სახელმწიფო დეპარტამენტი -ისა და ს დელეგაციების მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საუდის არაბეთში -ისა და ს დელეგაციების მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეაჩეროს მკვლელობები; შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების გასაერთიანებლად. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, და რუსეთი ამაზე დათანხმებას აიძულოს.
ჩვენ შევთანხმდით:
დავაარსოთ საკონსულტაციო მექანიზმი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების მოსაგვარებლად, რათა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.
დავნიშნოთ შესაბამისი მაღალი დონის გუნდები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას ში კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი და მისაღები ყველა მხარისთვის.
მოვამზადოთ საფუძველი მომავალი თანამშრომლობისთვის ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხებში და ისტორიული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებული დასრულების შედეგად გაჩნდება.
დღევანდელი შეხვედრების მხარეები პირობას დებენ, რომ დარჩებიან ჩართული პროცესის დროული და პროდუქტიული წინსვლის უზრუნველსაყოფად.
ერთი სატელეფონო ზარი და ერთი შეხვედრა არ არის საკმარისი მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და დღეს გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სურთ, მადლობა გადაუხადონ ს სამეფოს მასპინძლობისთვის, პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ხელმძღვანელობით.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი