სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, ომის დასრულების შემდეგ ითანამშრომლონ

ერ-რიადში დასრულდა -ისა და ს დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც მხარეთა დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი .
როგორც Reuters-ი იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანზე, ტემი ბრიუსზე დაყრდნობით, რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ მომავალში ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ინტერესებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებიც ში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაჩნდება.
რუბიოსა და ლავროვის გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, შეიქმნას საკონსულტაციო მექანიზმი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში „გამაღიზიანებლების“ აღმოსაფხვრელად.
შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ყველა მხარე – მათ შორის რუსეთი, უკრაინა და ევროპა – უნდა დაეთანხმონ უკრაინის თაობაზე სამშვიდობო შეთანხმებას, ევროკავშირი კი „რაღაც მომენტში“ უნდა ჩაერთოს პროცესში, იტყობინება Reuters-ი. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებების „სერიოზულ პროცესში“.
რუბიომ თქვა, რომ საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კვლავ გაზარდონ საელჩოების პერსონალის რიცხვი და შექმნან მაღალი რანგის წარმომადგენელთაგან შემდგარი გუნდები, რათა მოილაპარაკონ უკრაინაში მშვიდობის შესახებ და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.
„ჩვენ გვჭირდება სიცოცხლისუნარიანი, ნორმალურად ფუნქციონირების უნარის მქონე დიპლომატიური მისიები, რათა კვლავაც შევძლოთ ამ არხების გამოყენება“, თქვა რუბიომ.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ერ-რიადში, შეხვედრის შემდეგ Reuters-ს უთხრა, რომ მხარეებმა დაიწყეს ერთმანეთის მოსმენა, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა კომპრომისებზე ლაპარაკი.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით ადრეა კომპრომისებზე ლაპარაკი. შეიძლება ითქვას, რომ მხარეებმა დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერთობა, დაიწყეს ერთმანეთის მოსმენა, დაიწყეს დიალოგი,“ თქვა დმიტრიევმა.
მანამდე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, სა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერჯერობით რთულია.
შეხვედრა ვერ შედგება მომავალ კვირაში, საჭიროა დაძაბული მუშაობა, მოჰყავს უშაკოვის ციტატა რბკ-ს.
მან ასევე თქვა, რომ დღეს ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის „ძალზე სერიოზული საუბარი გაიმართა ყველა საკითხზე“.
უშაკოვის თქმით, ჯერჯერობით ძნელია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაახლოებაზე ლაპარაკი.