სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად, ქვეყანაში არეულობის შემოტანის ნებისმიერ მცდელობას ექნება სათანადო რეაგირება

სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად, ქვეყანაში არეულობის შემოტანის ნებისმიერ მცდელობას ექნება სათანადო რეაგირება
რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ისინი ცდილობდნენ, დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში.
„რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, მათ შორის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი სწორედ ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა.
რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ, შეეგუონ ს შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოუწევთ ამასთან შეგუება. ქვეყნის არევის არავითარი რესურსი მათ არ აქვთ. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერავითარი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს

საკანში ოთხნი ვიყავით, შემეკითხნენ, რაზე ზიხარო, ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? არ ვიცი, ალბათ 20 წელს-თქო, რა გადაიღე ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი

ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას