სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც, სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს

საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისთვის სახელის გატეხას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანია, დიდი ხანია, მიმდინარეობს.
„პატრიარქის სიცოცხლეშიც ხდებოდა. გახსოვთ, საპატრიარქოს ღობეებზე, კედლებსა და კარებზე წარწერებს აკეთებდნენ. უამრავი საზიზღარი გამონათქვამიც გახსოვთ. მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანია მაშინაც გააჩაღეს, როცა პატრიარქმა თანამოსაყდრედ დანიშნა. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ყველაზე სტაბილურად პოპულარული ინსტიტუტი მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრს არ მოსწონს და ცდილობენ, ერის შემადუღებელი ორგანიზმი მოარღვიონ, რათა ქართველ ხალხზე ზემოქმედება მარტივად შეძლონ. მათი ეს მცდელობა რამდენად წარმატებულია, ნახეთ, როცა ასიათასობით ადამიანმა თავისი პატივისცემა ეკლესიას და პატრიარქს დაუდასტურა. მათი მცდელობები ფუჭი იქნება მომავალშიც. სახელმწიფო ამბობს, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არ ჩაერევა და ასე უნდა გააკეთონ სხვებმაც. სინოდი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციაა იმისთვის, რომ არავის დაექვემდებაროს და საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა