სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება – პრემიერი ENKA-სთან არბიტრაჟზე

სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება – პრემიერი ENKA-სთან არბიტრაჟზე
მ “ნამახვანჰესის” პროექტს “აბსოლუტურად გამართული” უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს.
“გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა ამ დავას, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები, საეჭვო პირები იყვნენ ჩართული აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული NGO-ები, 3 კონკრეტული NGO შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა იყო ჩართული, უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს გადახდა, ჯერ გრძელდება კიდევ დავა და ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა”, – განაცხადა ირაკლი მ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს.