სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში

სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოს და ტრამპის შემთხვევაში
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა ქვეყანაში აღკვეთოს დანაშაული. განმარტავს, რომ სახელმწიფოს პოზიციაა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და არავის მიეცეს საშუალება საქართველოში განახორციელოს ის, რაც ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში მოხდა.
„ცდილობდნენ საქართველოში მოეწყოთ ტერაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია ქვეყანაში. ვფიქრობ რომ სუს-ის ასეთი პრევენციული დამოკიდებულება და დანაშაულის აღკვეთა, არის მათი ვალდებულება. ეს არის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება იმისა, რომ საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსთან მიმართებით და რაც გაბედეს ტრამპის შემთხვევაში- პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს რომ ესროლეს ტყვია,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous „ლაზიკა“, „დიდგორი“ – ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის „სიმბოლური რაოდენობის (უკრაინისთვის ) გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად” – რას ამბობდა თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებასთან 2022 წელს

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. სრულად

ოტია იოსელიანის ფრაზა – „ მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობსო“ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან და თითქოს სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს