დავით ხიდაშელს სახლემიწფოსთვის ნახევარი მილიონის გადახდა მოუწევს. მიზეზი, ამჯერად ბორჯომში მდებარე კურორტ “ლიბანის” ჩამორთმევაა.
ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-ის უთხრეს, რომ მიზეზი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ახლა კი, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შემდეგაც, ბიზნესმენს 499 500 ლარის გადახდა მოუწევს.
იქამდე, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, სახელმწიფომ ხიდაშელისგან რაჭის ტყეები “დაიბრუნა”.
“გაცნობებთ რომ კურორტი „ლიბანი“ დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ჯიენდის“ (ს/ ნ 402049680) შორის 2018 წლის 30 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე.
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ხელშეკრულება შეწყდა და გადაცემული ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 499 500 ლარის გადახდევინებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები”, – გვიპასუხეს ეკონომიკის სამინისტროში.
