სახეზე გვაქვს 10%-იანი ფასის კლება, რეგიონში 2 ომია, რომელ ინვესტიციებზეა საუბარი? – მერაბ ლომინაძე

„სახეზე გვაქვს 10%-იანი ფასის კლება, რეგიონში 2 ომი, რომელ ინვესტიციებზეა საუბარი? – ამას დაამატეთ რეგიონში ერთი ომი, მეორე ომი, შავი ზღვის რეგიონს ეკუთვნის და რომელ ინვესტიციებზეა საუბარი?“ – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თრეიდინგ სოლუშენსის“ თანადამფუძნებელმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორმა და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მაქსიმალურად მოხდეს საწარმოების ამოქმედება და ამუშავება.
„ჩვენ სახეზე გვაქვს 10%-იანი ფასის კლება. ერთი და მეორე რა სიგნალს აძლევს ინვესტორს? ამას დაიმატეთ რეგიონში ერთი ომი, მეორე ომი, შავი ზღვის რეგიონს ეკუთვნის უკრაინა და რომელ ინვესტიციებზეა საუბარი? ამიტომ, ჩვენ როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებმა არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე რომ ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზა გავაძლიეროთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ საწარმოების ამოქმედება და ამუშავება, რომელთაც დღეს შეაჩერეს ფუნქციონირება, საქართველოში 50% მთელი საწარმოო სიმძლავრეებისა გაჩერებულია და უნდა მოხდეს ამოქმედება. ახლა არის ძალიან კარგი დრო, ხელი შევუწყოთ ამ საწარმოებს. ვინაიდან ჩვენი ძირითადი კონკურენტი ინდური კომპანიები გახლავან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ლოჯისტიკური და ხარჯის გაზრდის თვალსაზრისით“, – ამბობს მერაბ ლომინაძე.