სახდეპი საბოტაჟის საქმეზე: გვაშფოთებს ქმედებები, რაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს

-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ფორმულას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც “ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.”

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი”, – განუცხადეს ფორმულას სახდეპში.
ცნობისთვის, დღეს “ოცნების” სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, სა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ 6 ნოემბერს გაავრცელა.