სახაროვის სიტყვები “საქართველო – მცირე იმპერია”, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება. სიმბოლურია რომ სწორედ სახაროვის პრემია გადასცეს მათსავე იდეოლოგს ევრობიუროკრატებმა

სახაროვის სიტყვები “საქართველო – მცირე იმპერია”, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება. სიმბოლურია რომ სწორედ სახაროვის პრემია გადასცეს მათსავე იდეოლოგს ევრობიუროკრატებმა
პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის ლაურეატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე?” – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევრობიუროკრატების მარტივი პოლიტიკური ხრიკებით აღარ ტყუვდება, მოსახლეობისთვის თვალის ახელაში კი ხელისუფლებას სწორედ ევროპელ ლიდერები დაეხმარნენ. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ქართველ მოძალადეებს გმირებად აცხადებენ, საკუთარ ქვეყნებში კი ასამართლებენ.
“სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დაასახელა, მათ შორის არის პოლიციელზე მოძალადე ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე? მზია ამაღლობელი დისიდენტი არ არის, არც მისი ჟურნალისტური შემოქმედებისთვის გადაუციათ ეს პრემია. ის დააჯილდოვეს სწორედაც რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებისთვის და ამით წაახალისეს ქუჩის მოძალადეები საქართველოში.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ტერორისტებად გამოაცხადა ის პირები, ვინც პოლიციელებზე ძალადობენ და მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დააანონსა. ანუ, ამერიკაში პოლიციელზე მოძალადე ტერორისტია და ევროპარლამენტისთვის გმირი? თუ მხოლოდ ჩვენთან სურთ დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, საკუთარ ქვეყნებში კი პასუხი აგებინონ? კარგად ვხედავთ, თუ როგორ უსწორდებიან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელებზე
მოძალადეებს.
რატომ ჰგონიათ, რომ მათი მარტივი პოლიტიკური ხრიკები საქართველოში ისევ გაყიდვადია? ქართული საზოგადოება იმაზე მეტად და იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სხვათა შორის, ხალხის თვალების ახელაში ხელი სწორედ ევრობიუროკრატებმა შეგვიწყვეს.
რობერტა მეცოლას კი სახაროვის სიტყვებს შევახსენებთ: – “მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები – ეს სამი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. შეუძლებელია რომელიმე მათგანის მიღწევა
სხვების უგულებელყოფის ხარჯზე”.
დიახ, “სხვების უგულებელყოფის ხარჯზე” წარმოებული პოლიტიკა იმ “სხვების” გამარჯვებით მთავრდება, რაც მოხდა შარშან და წელს საქართველოში არჩევნებზე. ასეთ დემოკრატიას ქართველი ხალხი არ იღებს და მკაცრი პასუხი აქვთ. აქედან გამომდინარე, მოძალადეების ყველანაირი მცდელობა ფუჭია საქართველოში.
რაც შეეხება სახაროვის პრემიას, სიმბოლურია, რომ სწორედ ეს პრემია გადასცეს მზია ამაღლობელს. კარგად რომ ეფიქრათ, ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან სახაროვის სიტყვები “საქართველო – მცირე იმპერია”, ანუ აფხაზეთთან და ოსეთთან ქართველების მჩაგვრელებად მოხსენიება, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ