“სახაროვის პრემიის მინიჭება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზიას ხმას, არამედ თავისუფალ და ღირსეულ ქართველ ერს” – ზურაბიშვილი

ეხმაურება ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას. ზურაბიშვილის შეფასებით ეს არის არა მხოლოდ ამაღლობელის, არამედ ქართველი ერის ბრძოლის პატივისცემა.
“ვულოცავ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას. ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზიას ხმას, არამედ თავისუფალ და ღირსეულ საქართველოს სულს – ერს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იბრძოლოს საკუთარი ევროპული მომავლისთვის”, – წერს .
2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი — გახდნენ.სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის იყვნენ:
ამავე თემზე:
· ეს დიდი გამარჯვებაა – ტიხანოვსკაია სახაროვის პრემიის ამაღლობელისა და პოჩობუტისთვის გადაცემაზე