სახარების რწმენის ეკლესია შობას აღნიშნავს

სახარების რწმენის ეკლესია შობას აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ქრისტეშობას ზეიმობს სახარების რწმენის ეკლესია. დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მსახურებას სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი უძღვებოდა.
ეკლესიაში შეკრებილ სასულიერო პირებსა და მრევლს საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით შობა-ახალი წელი მიულოცა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის