სახანძრო სამსახურის ბრიგადის რამდენიმე თანამშრომელმა დავალების შესრულებაზე უარი თქვა და პარლამენტის მიმდებარედ განთავსებული სახანძრო მანქანიდან წყალი დემონსტრაციულად ქუჩაში დაცალა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს სახანძრო მანქანით წყალი აქციის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ჭავლის მანქანების მოსამარაგებლად მიჰქონდათ, რომლითაც მომიტინგეებს შლიან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა სახანძრო მანქანა გააჩერეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებთან მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების აღნიშნულ ჟესტს მომიტინგეები ტაშით შეხვდნენ. მათი თქმით, ეს სამოქალაქო გმირობაა.