სახალხო ზეიმი „ხელვაჩაურის დღეები“ 24 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება

სახალხო ზეიმი სახელწოდებით „ხელვაჩაურის დღეები“ 24 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.
24 სექტებერი, 15:00 საათი – სოფელი სინდიეთი სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა“.
26 სექტემბერი, 18:00 საათი – სოფელი სარფის სანაპირო სახალხო დღესასწაული ,,კოლხობა”.
ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი აქტივობები, როგორც ადგილობრივი შემსრულებლების ასევე, მოწვეული მომღერლების კონცერტები, მოეწყობა ბავშვთა გასართობი კუთხეები, კვების სივრცეები, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები!
29 სექტემბერი, 17:00 საათი – გონიოს ციხე სახალხო ზეიმ “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული ბენდის კონცერტი, დაჯილდოვდებიან საპატიო ხელვაჩაურელები.

ასევე დაგაინტერესებთ